Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმ როთის გერმანიის ხელისუფლება, რომელიც ერევა კი არა – უხეშად “ბანაობს” საქართველოს საშინაო საქმეებში ნაწყენია ილონ მასკზე, გერმანიის საშინაო პოლიტიკაში „უხეში ჩარევის“ გამო

მარშალ პრესი 21/12/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ლიბერალების ორმაგ სტანდარტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, მიხაილ როთი, რომლის ხელისუფლებაც საქართველოს საშინაო საქმეებში აქტიურად ერევა, ილონ მასკზეა ნაწყენი ანალოგიური მიზეზით. ანალიტიკოსი ილონ მასკის მიერ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღიად გამოხატულ მხარდაჭერაზე გერმანიის სხვადასხვა მაღალჩინოსნის განცხადებებს იხსენებს და წერს, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი.

„კიდევ ერთი ნათელი მაგალითი კლასიკური ორმაგი სტანდარტებისა – მიხაელ როთის გერმანიის ხელისუფლება ნაწყენია ილონ მასკზე, თავის საშინაო პოლიტიკაში “უხეში ჩარევის” გამო. აი, იმ როთის გერმანიის ხელისუფლება, რომელიც ერევა კი არა – უხეშად “ბანაობს” საქართველოს საშინაო საქმეებში. თურმე, როგორ გაბედა ილონ მასკმა პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ღია მხარდაჭერის გამოხატვა. გამოცემა Bild-ის თანახმად, მთავრობის პრეს-მდივანი ქრისტიანა ჰოფმანი “შეწუხებულია მოვლენათა მსგავსი განვითარებით”.

არანაკლებად აღშფოთებულად შეშფოთებულია ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი, რომელმაც ილონ მასკის “ა/გ”-ს მიმართ მხარდამჭერ განცხადებას “საკმაოდ პრობლემატური და უღირსი” უწოდა. მსგავსი შეშფოთებული აღშფოთება გამოთქვა ოპოზიციური “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის’ ერთ-ერთმა ლიდერმა ელმარ ბროკმა და არ გამორიცხა, რომ ილონ მასკის პლატფორმა Х აქტიურად ჩაერთვება თებერვალში, გერმანიაში ჩასატარებელ არჩევნებში. მაორის ტომს თუ ოკეანიის სხვა რომელიმე აბორიგენებს, თავის დროზე ბუმერანგი რომ არ გამოეგონებინათ – ამას წარმატებით გააკეთებდნენ ლიბერალური ფაშიზმის მიმდევარი პოლიტიკოსები…“- წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
Next: თქვენი დღეები დათვლილია – ლორა თორნტონი “ქართულ ოცნებას”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025