უსასტიკესი ფორმით მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ტერორი – ხათუნა ხოფერია

IMG.GE

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციას, ასევე მათ მხარდამჭერებს პასუხობს:

“უსასტიკესი ფორმით მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ტერორი!
ინდივიდუალურად ჰყავთ პრესინგზე აყვანილი ცნობადი, ავტორიტეტის და ხალხის მხრიდან პატივისცემის მქონე პირები!
ისე, ფეხები არავის მოჭამონ! მაგრამ…

სად წერია, რომელ ადამიანის უფლებებში და თავისუფლებებში ეტევა ასეთი ცხოველურად პრიმიტიული, ფაშისტური სიძულვილით გაჯერებული ქმედებები?!

უი, ეტყობა, იმ ევროპულ ღირებულებებში, რომელსაც ჩვენ უნდა ვეზიაროთ!
არა და, ამ ფსიქოლოგიურ ტერორიზმს მარკერით აქვს გამოკვეთილი ერთი მთავარი ხაზი- შვილების და მშობლების უპატიებილი, დაუნდობელი დაპირისპირება!
ფუი, თქვე სულაძაღლებულებო!

თქვე, ფარჩაკებო! თქვენ, ლეშზე დაგეშილებო! აღარ დატოვეთ არავის ლოგინი და საცვლები ამოქექვის გარეშე. რას ეძებთ?! რას იჩიჩქნებით?! თქვენზე ბინძურს ვერავის იპოვით, გარწმუნებთ! თქვენზე ზნედაცემულები ბუნებაში არ არსებობენ!

რაო?!.. მამა ზღუდავსო თავისი შვილის ორიენტაციის ადამიანებსო?!
სად, რომელ საწოლში შეიზღუდა ანა დოლიძის და?!… ან ვაშაძის ძმა?!… ან რომელიმე თქვენი კოლეგა?! ან ვის ჩამოერთვა ამის გამო საპატიო ტიტულები… თუ პირიქით არ მიენიჭა…

ეს, თქვენ აიძულებთ ამ ადამიანებს, ტანგებით ირბინონ ქუჩებში, თქვენ უვარდებით საძინებლებში! ეს თქვენ იყენებთ ადამიანების პირად ცხოვრებას საკუთარი ამბიციებისა და ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილის დასაკმაყოფილებლად!
ეს თქვენ კლავთ პრემიერ მინისტრებს “საეჭვო ვითარებებში”, ეს თქვენ იყენებთ კასტილიანს აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად! ეს თქვენ იღებთ საძინებლებში საკუთარ ცოლებს, მეგობრებს, ნათესავებს, თანაპარტიელებს… და კასრებში აარქივებთ შემდგომი შანტაჟისა და საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენების მიზნით!
დიახ! ეს ხართ თქვენ – ფაშისტები! ტერორისტები! მკვლელები! მოძალადეები!
ეს ხართ თქვენ- ლიბერალიზმით შენიღბული ქართველი ფაშისტები!

დიან, თქვენ ხართ… მაგრამ დროებით!… თქვენ დასრულდებით!

ის ახალგაზრდობა კი, რომელსაც ატყუებთ და ლეღვის ფოთლებად იყენებთ, დადგება დრო, გაიგებს სიმართლეს და საკუთარ ფურთხში ჩაგახრჩობთ!
დაელოდეთ შვილების გამოფხიზლებას, იდიოტებო!”- წერს ხათუნა ხოფერია.

IMG.GE
გაზიარება