Skip to content
20/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„დიფ სთეითის“ შემოქმედებმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს – საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრ დამპყრობელთან მოგვიწვია დაპირისპირება, სწორედ ამიტომ თვითგადარჩენის ინსტიქტი გენეტიკაში გვიზის

მარშალ პრესი 21/12/2024
eka sepashvili

„ძალიან დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი ის პოლიტიკურ-სოციალური შედეგები, რაც საქართველოში ბოლო ორ წელიწადში დავინახეთ, თუმცა, ერთი მომენტი ვერ გათვალეს და გაითვალისწინეს ამ „დიფ სთეითის“ შემოქმედებმა და იმ სტრატეგიის ავტორებმა, რომელმა სტრატეგიამაც ბევრ ქვეყანაში იმუშავა – ეს არის ქართველი ხალხის ბუნება და კულტურულ-ეთნიკური თავისებურება“, – ამის შესახებ მედიასთან დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ერს საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრ დამპყრობელთან მოუწია ურთიერთობა და სწორედ ამიტომ მის გენეტიკაშია თავის გადარჩენა.

„დიფ სთეითის“ შემოქმედებმა ვერ გათვალეს ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრ დამპყრობელთან მოგვიწვია ურთიერთობა. წარმოიდგინეთ, მთელი ამ 3000 წლის განმავლობაში ათასგვარ დამპყრობელს გაუვლია ჩვენს ტერიტორიაზე და მაინც მოვახერხეთ ჩვენი კულტურული იდენტობის შენარჩუნება. ყველანაირი დამპყრობელი ცდილობდა თავისი კულტურის, იდენტობის თავზე მოხვევას და თავისი პოლიტიკის გატარებას, მაგრამ, ქართველებს თვითგადარჩენის ინსტიქტი გენეტიკაში გვიზის“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნით დაიწყო, რომელიც აშშ-ს არჩევნებს ეხებოდა
Next: ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025