Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც ძალიან სამწუხაროა

მარშალ პრესი 21/12/2024
irakli kobakhidze

ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც არის ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკომისიის საბჭოსადმი მიმართვას ეხებოდა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე.

„ცალსახად, ეს არის ანტიქართული ნაბიჯი. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც ძალიან დასანანია. რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი განსაკუთრებული ეფექტი ვერ ექნება, არის არსებითად სიმბოლური ნაბიჯი, თუმცა ეს არის ცალსახად ანტიქართული ნაბიჯი და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც უკიდურესად მიუღებელია.

იანვარში უნდა განიხილოს ეს საკითხი ევროპულმა საბჭომ, დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ თავისთავად, ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც ძალიან სამწუხაროა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ
Next: ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.