IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გია ხუხაშვილის შესახებ წერს:

“2003 წლის ზაფხული. სულ ერთი თვის დანიშნული ვარ საქრთველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ…
… მდივან-თანაშემწე შემოვიდა და :
– ხუხაშვილი რეკავს ქალაქის ტელეფონზე, თქვენთან შეხვედრას თხოულობს და რა ვუპასუხოვო…
პირველივე ადამიანი ამ გვარის გაგონებაზე ღვაწლმოსილი კაცი, სპორტული კომენტატორი ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი გამახსენდა…
ბევრი არც მიფიქრია – რა თქმა უნდა მოვიდეს მეთქი, და რაღაც დაგეგმილი შეხვედრაც კი გადავდე .
… დადგა დანიშნული დრო და მდივანი აღებს კარს და შემოჰყავს ხუხაშვილი, ოღონდ არა ბატონი ჯამლეტი, არამედ გიორგი, გია ხუხაშვილი…
საშინლად არ მესიამოვნა და უცბად დავიწყე ფიქრი – როგორ მოვახერხო ამისგან სასწრაფოდ განთავისუფლება თქო…
– რამოდენიმე თვის გამოგდებული ჰყავდათ ნავთობის დარგის მაშინდელ ექსპორტიორებს ანალოგიური დასახელების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორობიდან მათ საზღვარგარეთელ კონკურენტ “სოკართან” თანამშრომლობისა და რეალურად, სამრეწველო შპიონაჟის გამო!ასოციაციაში მისი როლი როგორც წესი ის იყო , რომ ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე ბენზინის გაძვირებისას სხვადასხვა მოტივით ამართლებდა ხოლმე ამ პროცესს პრესისა და ტელევიზია-რადიოს მაშინდელი რესურსების 100%-ში . როგორ ახერხებდა ამას ხუხაშვილი – ალბათ, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება.
… შემოვიდა , ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, დაჯდა, მომილოცა , ამინდზე ორი სიტყვა თქვა, კონდიციონერის არარსებობა გააპროტესტა , ცოტა დამცინა კიდეც ამ სიცხეში რომ ვიჯექი მის გარეშე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, საუბრის დაწყებიდან მეხუთე-მეშვიდე წუთზე მეუბნება:
– თქვენ ეხლა მუშაობთ საქრთველოს ერთ-ერთ სახელგატეხილ ორგანიზაციაში, სხვადასხვა კვლევების მიხედვით ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული უწყების ერთ-ერთ ხელმძღვანელად. არც თქვენ და არც დეპარტამენტის თავმჯდომარეს ( დავით თარხან-მოურავი იგულისხმა) საზოგადოება არ გიცნობთ, მაგრამ მოსალოდნელია რომ ძალიან მალე დაიწყება თქვენი კრიტიკა და ლანძღვა-გინება ოპოზიციის, უკმაყოფილო მოქალაქეების, ხელმოცარული ბიზნესის და ბიზნესმენების მხრიდან…
მომეცით თვეში ხუთი ათასი დოლარი და თქვენს შესახებ პრესა და ტელევიზია – რადიო მხოლოდ დადებითს ილაპარაკებს და უფრო მეტიც – რასაც თქვენ ისურვებთ, იმას იტყვის !!! ეს ჩემი პროფესიაა და მე კი ამ საქმის პროფესიონალი ვარ!
… წარმოვიდგინე ეს თანხა, წარმოვიდგინე ჩემი ლანძღვა-გინება პრესასა და ტელევიზიაში, მერე ჩვენი ქება -დიდება და უფრო ცუდ ხასიათზე დავდექი …
– თვეში ათასი დოლარი მომეცი და რაცა ხართ, ზუსტად მხოლოდ იმას ვალაპარაკებ პრესას, ტელევიზიას და ჩვენს , საბაჟო დეარტამენტის პრეს-სამსახურს მეთქი!!!
არ გამომიგდია ოთახიდან, მაგრამ არც ზედ გადავყოლივარ- მაშინვე წავიდა ჩუმი ლანძღვა-გინებით …
ზუსტად ერთ კვირაში რომელიღაც არხზე მაშინდელი ოპოზიციის მთავარ ლიდერს ჟვანიას ადიდებდა და ცაში აჰყავდა!!
ვერ მოასწრო ჩვენზე ამ უარისთვის შუარისძიება- სამ თვეში ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ორივემ დავტოვეთ თანამდებობები-მეც და დათომაც – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ, კრიმინალ ბურჯანაძეს ხელმძღვანელობით მუშაობაზე უარი ვთქვით საჯაროდ.
… ჟვანიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე დაიწყო ხუხაშვილმა მისი და ახალი ხელისუფლების ქება -დიდება პრესა-ტელევიზიით… რკინიგზის დეპარტამენტის სამეთვალყურეო საბჭოშიც თავმჯდომარედ გაამწესა ჟვანიამ,თუმცა მალევე ისევ მისმა განმწესებლებმა ცემა-ტყეპით გამოაგდეს რკინიგზიდან და რამოდენიმე თვე დამტვრეულ ნეკნებს იშუშებდა -როგორც თვითონ ჰყვება ხოლმე მის საყვარელ პრესასთან!.
ჟვანიას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილთან გადაინაცვლა – დარწმუნებული ვარ, ბადრისთან თვეში ხუთი ათასს არ დასჯერდებოდა!!!
ბადრის გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილის კეთილგანწყობა მიიღო – კონსულტაციებზე ეჯდა ხოლმე ავლაბრის ახლადაშენებულ სასახლეში ოპოზიციის სახელით მისული…
ბიძინა ივანიშვილთანაც ზუსტად იმ დროს გაჩნდა, როცა საჭირო იყო !!!
გაჩნდა და მიიღო მისაღები, დარწმუნებული ვარ…
ამის შემდეგ როგორც “მოღვაწეობს” – კი ხედავს საზოგადოება, თუ ბრმა და ყრუ არ არის…
აი, ამ ბეგრაუნდის არსებას რატომ უთმობენ ამდენ დროს ეს ტელევიზიები, ელექტრონული თუ ნაბეჭდი პრესის საშუალებები , მიუხედავად ჩემი ზემოთ მონაყოლისა – კიდევ ვერ გამიგია!!!
🙂
რაღა დროს ხუხაა, ბიჯო, რაღა დროს ხუხააა???? “– წერს მირიან ყარაულაშვილი
კომენტარის დატოვება
IMG.GE