Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია, ოთხი რადიკალური პარტია სინამდვილეში მეორადი ძალებია და არ მგონია, რომ მეორად ძალებთან დიალოგს რაიმე აზრი ჰქონდეს, გვირჩევნია, მათ პატრონებთან გავმართოთ დიალოგი, რასაც ალტერნატივა არ აქვს

მარშალ პრესი 20/12/2024
irakli kobakhidze

არ მგონია, რომ მეორად ძალებთან დიალოგს რაიმე აზრი ჰქონდეს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რა თემაზე დიალოგისთვის არის მზად ხელისუფლება ოპოზიციასთან.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიალოგი მნიშვნელოვანია, თუმცა ოპოზიცია სინამდვილეში მეორად ძალას წარმოადგენს.

„ჩვენი ოპოზიცია, ეს ოთხი რადიკალური პარტია სინამდვილეში მეორადი ძალებია. მათ ჰყავთ საკუთარი პატრონი და ჩვენ გვირჩევნია, მათ პატრონებთან გავმართოთ დიალოგი, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ აუცილებლად გვექნება ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის უფროსებთან დიალოგი მომდევნო კვირების განმავლობაში. ჩვენ საუბარი გვქონდა მათ შორის „დიფ სთეითზე“ და ასეთ რაღაცებზე.

დიდი იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოდან ვითარება შეიცვლება. ეს მარტივი არ იქნება. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისთვისაც არ იქნება ადვილი „დიფ სთეითის“ დამარცხება. თუ ის შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, შეიძლება, დიალოგი აღარც გახდეს საჭირო და მარტივად აღდგება სამართლიანობა. შევხედოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, არ დაუსანქცირებიათ, ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული
Next: ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში, თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, ვართ ღია, შესაბამისად, სრული თანხვედრაა ჩვენს გზავნილებს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.