Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს აშშ-მ და ევროკავშირმა მყისიერად მიიღეს თავიანთ ქმედებაზე ის პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო

მარშალ პრესი 20/12/2024
zaal anjaparidze

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა მიიღეს პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, საქართველოს მიმართ მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო. მისივე თქმით, აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოფიციალურ პირებზე, განსაკუთრებით შსს ხელმძღვანელებზე, სანქციების შემოღება, სხვა არაფერია თუ არა შურისძიება იმის გამო, რომ მათ არ დაუშვეს ჩვენი კონსტიტუციური წყობის დამხობა დასავლეთიდან დასპონსორებული და მხარდაჭერილი მათი აქაური აგენტურის მიერ.

„აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოფიციალურ პირებზე, განსაკუთრებით შსს ხელმძღვანელებზე, სანქციების შემოღება, არის სხვა არაფერი თუ არა შურისძიება იმის გამო, რომ მათ არ დაუშვეს ჩვენი კონსტიტუციური წყობის დამხობა დასავლეთიდან სპონსირებული და მხარდაჭერილი მათი აქაური აგენტურის მიერ. დღეს მათ მყისიერად მიიღეს თავიანთ ქმედებაზე ის პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩემი აზრით, ამ ყოველივეს შემდეგ აქტუალობა დაკარგა ლოზუნგმა „ღირსებით ევროპაში“ რადგანაც შეუძლებელია ღირსებით შეხვიდე იმ გაერთიანებაში, რომელმაც ნებაყოფლობით აჰყარა საკუთარ თავს ღირსება“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანინა
Next: ჩაივლის უკანასკნელ პროფესიათა წარმომადგენლების პერფორმანსები და საჭირო გახდება ყველა პრობლემური საკითხის განხილვა იმ სფეროების მიხედვით, რომლებმაც ეს პრობლემები წარმოაჩინეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.