Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ შევიტყვეთ, რომ ბრიტანეთს აქვს ორმაგი სტანდარტი

მარშალ პრესი 19/12/2024
davit chikhelidze

მივმართავ კოლექტიურ დასავლეთს, ფრთხილად უკან დასაბრუნებელი ხიდები არ დაწვათ! საქართველოსთან არაჯანსაღი და დიდაქტიკური დამოკიდებულება, საქართველოზე მეტად თქვენს იმიჯს აზიანებს, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს.

მისი განცხადებით, ამ ნაბიჯით საზოგადოებამ გაიგო, რომ ბრიტანეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს და საკუთარ დემოკრატიის პრინციპებს ღალატობს. “მივმართავ კოლექტიურ დასავლეთს, ფრთხილად უკან დასაბრუნებელი ხიდები არ დაწვათ!

საქართველოსთან არაჯანსაღი და დიდაქტიკური დამოკიდებულება, საქართველოზე მეტად თქვენს იმიჯს აზიანებს. დღეს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელ პირებს, ბრიტანეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ებრაული სიბრძნე გამახსენა „იმით, რაც პავლემ მითხრა პეტრეზე, პავლეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პეტრეზე“.

ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ჩვენ უფრო მეტი შევიტყვეთ ბრიტანეთზე ვიდრე სანქცირებულ ადამიანებზე, ჩვენ შევიტყვეთ, რომ ბრიტანეთს აქვს ორმაგი სტანდარტი, ისინი ღალატობენ საკუთარ და დემოკრატიის პრინციპებს, საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევს. გავიხსენოთ ბოლო დროს ევროპის ქვეყნებში/დიდ ქალაქებში გამართული აქციების და მათზე პოლიციის რეაგირება, აქციები გაიმართა ჰოლანდიაში გერმანიაში საფრანგეთში და ა.შ.

ჰოლანდიაში აქციის დარბევის და არა დაშლის დროს, გამოიყენეს გაწვრთნილი ძაღლები, რომელმაც აქციის არაერთი მონაწილე დააზიანა, საფრანგეთში აქციების მსვლელობების დროს სპეცრაზმელთა მოქმედებამ რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება და ათობით ადამიანის დასახიჩრება გამოიწვია, აშშ-ში კაპიტოლიუმზე შტურმის დროს განხორციელდა რამდენიმე ადამიანის ლიკვიდაცია, ათი ათასობით ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ასობით ადამიანი კი ციხეში არაადეკვატურად დიდი ხნით გაუშვეს.

სად იყო ამ დროს ბრიტანეთი? რატომ დახუჭა თვალი ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ დარღვევაზე? რატომ სჯის ადამიანებს რომელიც სახელმწიფო ინტერესებს იცავენ და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პროპორციულ ძალას იყენებენ. სად არის თანასწორი დამოკიდებულება?

სამწუხაროდ ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები, სანქციებს არა საჭიროებისამებრ, არამედ საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად იყენებენ! როგორც იტყვიან ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის, ბრიტანეთის „ყეფა“ საქართველოს ზიანს ვერ მიაყენებს, ჩვენი ქვეყანა წინსვლას გააგრძელებს და აუცილებლად მივაღწევთ მთავარ მიზანს. გაერთიანებულ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს!” – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: გენერალი ვახტანგ გომელაური და მისი საამაყო თანამებრძოლები შსს-ში არანაირ დამუნათება-შანტაჟს არ ექვემდებარებიან, რადგან მათი ღირსება და პატრიოტიზმი უმაღლეს ნიშნულზეა
Next: ამერიკავ, ტფუ.. თქვენი ორმაგი და მეტმაგი სტანდარტის დედა ვატირე – დავით დარახველიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.