Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა პირველი ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის დაარსების დღე მიულოცა

მარშალ პრესი 19/12/2024
Capture

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 32 წელს აღნიშნავს. ღონისძიება გორში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პირველი ბრიგადის იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა.

სიტყვით მიმართვისას ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებისთვის ქვედანაყოფის მნიშვნელოვან როლსა და ბრიგადის ისტორიაზე ისაუბრა. „ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბრიგადის შესაძლებლობები, განვაახლოთ ინფრასტრუქტურა და ავამაღლოთ თითოეული სამხედრო მოსამსახურის სოციალური უზრუნველყოფის დონე“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით პირადი შემადგენლობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით – სამშობლოსათვის თავდადებული“, ,,გენერალი კვინიტაძე“, ,,გიორგი ანწუხელიძე“ და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილის აღნიშვნის შემდეგ ქვედანაყოფში დაღუპული,

დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბავშვებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დამდეგი შობა-ახალი წელი და ნიკოლოზობა მიულოცა და მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

პატარებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც პატარებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები დაურიგა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” სხდომა გაიმართა
Next: ბრიტანეთმა ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო, უკვე დიდი ხანია ბრიტანელები იანკების ვეზირები გახდნენ, ასე გაამწესა ისტორიამ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.