Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კაია კალასის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს

მარშალ პრესი 19/12/2024
kaia kalasi

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპული საბჭოს მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრის დაწყებამდე.

„საქართველოზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვიმსჯელებთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ რეალურად ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების მიმართ, არ დაჩაგროს ოპოზიცია და გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალები ევროკავშირიდან“, – თქვა კალასმა.

ევროპელმა დიპლომატმა აგრეთვე დასძინა, რომ ორშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ნაწილზე შეთანხმების მიღწევა ვერ შედგა. „მაგრამ ამაზე შემდგომი მუშაობა გვჭირდება“, – თქვა კალასმა.

Post navigation

Previous: ოპოზიციის საყრდენი ყოველთვის იყო და დღესაც არის გარე ძალები – ნანა კაკაბაძე
Next: გიორგი აბაშიშვილი თიბისისა და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.