Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვსაუბრობთ არა მოძალადეებთან არამედ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, მაგრამ იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას

მარშალ პრესი 18/12/2024
irakli kobakhidze2

ჩვენ არ ვსაუბრობთ მოძალადეებთან დიალოგზე, ვსაუბრობთ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, რომლებიც მათ შორის, გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მოძალადეებთან დიალოგზე, ვსაუბრობთ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, რომლებიც მათ შორის, გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას.

არა მოძალადეებთან, არამედ გულწრფელ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ მძაფრი პროტესტის განცდა დღესაც. მათთან ვართ მზად დიალოგისთვის. მაგრამ ხედავთ, რომ იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას.

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი გამოვლინება. ვინც არ ძალადობს, მათთან მზად ვართ დისკუსიისთვის. რა უდგას ამას წინ. თუ ჰგონიათ, რომ მართლები არიან, რატომ არ მოდიან? შოთა არველაძეს დიდ პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელს, იყო გამორჩეული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში.

მან თქვა, რომ ხელისუფლებიდან არავინ ესაუბრება ხალხს. მოვიდეს თვითონ შოთა არველაძე, დიდი პატივისცემით ვიმეორებ ამას, წამოიყვანოს ის, ვის კომპეტენციაშიც არის დარწმუნებული, ათი კაცი წამოიყვანოს, რატომ არ მოდიან“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: კაია კალასმა განაცხადა, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის
Next: ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმეორებს ზუსტად იმ სლოგანს, რომლითაც აგვირჩია ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.