Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი არც მალავს, რომ ქართველ ხალხს არ ელაპარაკება და თავისი და სხვა რადიკალური ჯგუფების პატრონების ინტერესებს იცავს

მარშალ პრესი 18/12/2024
guram macharashvili

„სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ იმას, რომ ადამიანი, რომელიც 29 დეკემბრამდე ფორმალურად მაინც ითვლება პრეზიდენტად, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული განცხადებების ავტორია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ამიტომ, საზოგადოებამ მისი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მიიღოს.

„სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე კომენტარი შეიძლება იყოს ერთადერთი – ასეთი ტიპის გზავნილები უცხოური ძალებისგან მოდის, რასაც, ვნახეთ, რომ არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ამერიკული და ევროპული საზოგადოებაც ემიჯნება, რაც, თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ამერიკაში აირჩიეს ის პრეზიდენტი, რომელიც 90% შემთხვევაში ჩვენნაირ განცხადებებს აკეთებს.

ამ დროს კი, საქართველოს ფორმალურად წოდებულ პრეზიდენტს ანტიქართული განცხადებები ახასიათებს. სალომე ზურაბიშვილს [პრეზიდენტობის] სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ამიტომ, მისი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ენჯეოს ამოფარებული ჩვეულებრივი ბოლშევიკ-ფაშისტი – ზაალ ანჯაფარიძე თინა ხიდაშელზე
Next: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოლკლორული ანსამბლ ,,იადონი” – ს 50 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.