Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე „მაკკეინის ინსტიტუტმა“ დააანონსა ამ არჩევნების დელეგიტიმაცია, პირდაპირ ჰქონდათ ასახული საკუთარ ანგარიშში „მაიდნის“ სცენარი, რაც აამოქმედეს რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების ხელით

მარშალ პრესი 18/12/2024
irakli kobakhidze2

ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო ჩატარებული, როდესაც „მაკკეინის ინსტიტუტმა“ დააანონსა ამ არჩევნების დელეგიტიმაცია, ცხადია, რაც იყო მათ სცენარი და მიზნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „მაკკეინის ინსტიტუტს“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე პირდაპირ ჰქონდა ასახული საკუთარ ანგარიშში „მაიდნის“ სცენარი, რისი განხორციელებაც რეალურად ამ პერიოდის განმავლობაში დაიწყო.

„არჩევნების მეორე დღიდან დაიწყეს ქუჩების გადაკეტვა, გმირთა მოედანს კეტავდნენ და ა.შ.. სცენარი, რაც ეწერა მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, პირდაპირ აამოქმედეს რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების ხელით. ახლა საუბრობენ მსხვერპლზე, სანქციებზე, ეს არის ყველაზე ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არიან საქართველოში ნეგატიური სცენარების განვითარებით დაინტერესებული. იმედი მაქვს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 იანვრიდან ბევრი რამ შეიცვლება რადიკალურად და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იქნება არა უსამართლო, არამედ სამართლიანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა
Next: ევროპის საბჭოს მდივნის მცდელობა, რომ მოუსმინოს ყველა მხარეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისათვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.