Skip to content
19/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არაფერი კავშირი არ აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან და სამართლებრივ პრინციპებთან – პრემიერი სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად ოჯახის წევრების შეყვანაზე

მარშალ პრესი 18/12/2024
irakli kobakhidze

სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად ოჯახის წევრების შეყვანასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით,  არაფერი კავშირი არ აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან.

„სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო. არსებობს სუბიექტური შერაცხვის პრინციპი, რაც არის ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი სამართალში როდესაც შენ ამას უარყოფ, სამართლებრივი სახელმწიფოდან პრაქტიკულად არაფერი რჩება. ეს არის ძალიან მძიმე პროცესი, რომელიც წარიმართება შესაბამის ქვეყნებში.

ეს ანგრევს სამართლებრივ სისტემებს და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება. არაფერი კავშირი არ აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან და სამართლებრივ პრინციპებთან. რასაც ასწავლიდნენ ევროპულ უნივერსიტეტებში 20 და 30 წლის წინ, იმისთვის ხაზის გადასმაა ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან
Next: მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.