Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის

მარშალ პრესი 18/12/2024
irakli kobakhidze2

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან  გვქონდა ძალიან მეგობრული,  პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით,  90-იანი წლებიდან მოყოლებული,საქართველოსა და ევროსაბჭოს  მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე.

შევთანხმდით იმაზე, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად ბატონი გენერალური მდივნის როლი ამაში არის განსაკუთრებული და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალან ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დისკუსია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები, ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის
Next: იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.