Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი ეტაპი დაიწყო

მარშალ პრესი 17/12/2024
cesko

საარჩევნო ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი ეტაპი
დაიწყო.  ინფორმაციას ცესკო ავრცელებს:

“საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და უწყების განვითარებაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული აქტივობა – დანერგილი სიახლეები, ინოვაციები, ახალი სერვისები როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის ცალსახად აჩვენებს ორგანიზაციის მზარდი განვითარების ეტაპებს.

ამ უწყვეტი განვითარების პროცესს კი კვალიფიციური და ძლიერი საკადრო რესურსის რაციონალური და ეფექტიანი მართვა უზრუნველყოფს. სწორედ საქმიანობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი პროცესი დაიწყო.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამ   სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით გამოკვეთა ახალი საჭიროებები და სპეციფიკური საქმიანობები. განვლილმა არჩევნებმა და მიღებულმა გამოცდილებამ უწყების საქმიანობაში რამდენიმე მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა აჩვენა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცესკოს აპარატის სტრუქტურის იმგვარი მოდიფიცირება, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს, განაპირობებს საოპერაციო ეფექტურობის გაძლიერებასა და სტრუქტურის ოპტიმიზაციას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინსტიტუციის განვითარებას და უზრუნველყოფს ეფექტურ მმართველობას. 

რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული პროცესის ფარგლებში ადმინისტრაცია განაახლებს ცესკოს აპარატის საქმიანობის ბიზნეს პროცესებს იმგვარად, რომ 2025 წლის თვითმმართველობის და ყოველი მომდევნო საერთო არჩევნები ორგანიზებული იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე. თავის მხრივ, აღნიშნული უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის პროფესიული გარემოს კიდევ უფრო დახვეწას და განვითარებას.”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ხმამაღლა ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა. დესტაბილიზაციის მომხრე ამერიკელი “დემოკრატების” მზაკვრული მიზნები რამდენიმე კვირაში დასრულდება. მთავარია, სუვერენულმა საქართველომ მშვიდობიანად მიაღწიოს 20 იანვრამდე
Next: მჯერა, რომ ქართველი ხალხი მიხეილ ყაველაშვილს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს შეიყვარებს, განსაკუთრებულად კი ახალგაზრდები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.