Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა – ანრი ოხანაშვილი

მარშალ პრესი 17/12/2024
anri oxanashvili

საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა.

“სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად.”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებით მაქსიმალურად დავაზღვიეთ რისკები, გუშინდელი დღის ნარატივი უნდა ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმა – გადაზღვევა იყო საჭირო, დროული, პრევენციული და დასწრებითი
Next: კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი საქსის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის გეგმებში შედიოდა ერთ მხრივ გაკვირვებას არ იწვევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.