Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა იმის გამო, რომ მომხმარებლის მოსალოდნელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი ელექტროენერგიის წარმოების ხელმისაწვდომობას საფრთხე ემუქრება

მარშალ პრესი 07/06/2022
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა იმის გამო, რომ საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის ხელმისაწვდომობას მომხმარებლის მოსალოდნელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საფრთხე ემუქრება.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე ფაქტორი საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების შესაძლებლობას უზრუნველყოს საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავება მომხმარებლის მოსალოდნელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ეს ფაქტორები მოიცავს ენერგეტიკული ბაზრების შეფერხებებს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და ამინდის ექსტრემალური მოვლენებით, რომელიც გამწვავებულია კლიმატის ცვლილებით.

„მაგალითად, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, გვალვა და სიცხის ტალღები ერთდროულად იწვევს ელექტროენერგიის პროგნოზირებად დეფიციტსა და ელექტროენერგიის რეკორდულ მოთხოვნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მზის ენერგიის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგია ასევე გადამწყვეტია ამერიკის წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რაც კლიმატის ცვლილებას იწვევს.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მზის პანელების იმპორტზე ტარიფები ორი წლით მოიხსნება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ელექტრორესურსების ადეკვატურობის უზრუნველსაყოფად, კომუნალური და ქსელის ოპერატორები წინასწარ უნდა ჩაერთონ ახალი სიმძლავრის შექმნაში, რათა მოემსახურონ მომხმარებლის მოსალოდნელ მოთხოვნას.

Post navigation

Previous: იაგო ხვიჩია: „ვერაფერს შვრებიან, 500 კაცს ვერ აგროვებენ, უნდა გესმოდეს, რომ არანაირი 25%-იანი პარტია არ არის „ნაციონალური მოძრაობა“
Next: დავით მათიკაშვილი: ებრძვიან ქართულ იდენტობას, ჩვენს დიდ წინაპრებს, ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დესტრუქცია და ქაოსი შეიტანონ საზოგადოებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.