Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე, ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი

მარშალ პრესი 17/12/2024
irakli kobakhidze

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე. ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს რა თქმა უნდა, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან. 

„რაც შეეხება პროცესების განვითარებას, ჩვენ რეალურად დავასრულეთ შანტაჟი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იქნა 28 ნოემბერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მოკლევადიანი რყევა გვქონდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან. სამი წელი გრძელდებოდა შანტაჟი ამ ქვეყნის მიმართ ჯერ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით – დამთავრდა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აფერხებდა ქვეყნის განვითარებას, როდესაც მუდმივად გაშანტაჟებენ გარედან.

ეს არ არის ხელშემწყობი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელმაც დაამთავრა შანტაჟი და მთავარი რაც ეწყინათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს, იყო სწორედ ეს – მათ ხელიდან გამოვაცალეთ შანტაჟის ბერკეტი, შესაბამისად, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთესად, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა
Next: ვინც პატივს სცემს საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანს პირველ რიგში იმას ლანძღავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.