Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მე მქონდა ბევრ ბიზნესმენთან უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის

მარშალ პრესი 17/12/2024
irakli kobakhidze5

ამ პერიოდის განმავლობაში მე მქონდა შეხვედრა ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან მქონდა უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზად არის ღია დიალოგისთვის.

„მე მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში შეხვედრა ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან მქონდა უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის. ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში, გავმართოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესმენებთან, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის.

ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია. გახსოვს, 2012 წლამდე რა ხდებოდა – საზოგადოება ითხოვდა დიალოგს და ჩაკეტილი იყო მთლიანად ხელისუფლება. ახლა პირიქითაა – ხელისუფლება ითხოვს დიალოგს და ჩაკეტილია ოპოზიციური ელექტორატი. 2012 წლამდე ეს რომ ვინმეს წარმოედგინა, ითხოვდნენ, ეხვეწებოდნენ და არავინ შედიოდა მათთან დისკუსიაში. აქ ჩვენ ვითხოვთ დისკუსიას და გაურბიან“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში
Next: ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.