Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან და დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა

მარშალ პრესი 17/12/2024
irfakli kobakhidze8

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან და დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ეს მცდელობა და შანტაჟი გრძელდება სამი წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა სამი წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს.

„ევროპა, ევროკავშირი კონკრეტულად  დღეს დგას ძალიან რთული გამოწვევების წინაშე. ხედავთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, არის პოლიტიკური კრიზისი, არაერთ ქვეყანაში, ევროკავშირის მასშტაბით, კრიზისია ევროკავშირის ორ  წამყვან ქვეყანაში – საფრანგეთში და გერმანიაში. ჯერ მაკრონის, შემდეგ შოლცის მთავრობებს გამოუცხადეს უნდობლობა შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებმა.

არის ქვეყნები, სადაც ძალიან მყიფე კოალიციებია შექმნილი, სადაც გამარჯვებული პარტიები ვერ ახერხებენ მთავრობის ფორმირებას, არის უმძიმესი მდგომარეობა უკრაინაში და სირიაში, რაც არის ევროკავშირის პრობლემაც და არის ეკონომიკური სტაგნაცია მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ზოგიერთ შემთხვევაში რეცესიასთან, ანუ ეკონომიკურ შემცირებასთანაც კი გვაქვს საქმე.

ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები საქართველოს შანტაჟისთვის იცლიან და უკვე ჩავარდნილი მაიდნის მხარდაჭერას ცდილობენ, ეს არის გაუგებარი. თუმცა, გამოჩნდა, რომ ამ შანტაჟს არავითარი ძალა არ აქვს, რასაც ჩვენს მიერ 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც შეუწყო ხელი.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან, დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა. ეს მცდელობა და შანტაჟი გრძელდება სამი წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა სამი წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი მათ შორის იმისათვის, რომ აღდგეს ქართული საზოგადოების თვალში დაკარგული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ“,  – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე, რაც ადასტურებს, რომ ეს ე.წ პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია
Next: საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან, სწორედ ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული ჩინოვნიკები ევროკავშირში, სტაბილურობა არის ის, რაც მათ ასე ძალიან აღიზიანებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.