Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული, ეს არის რეფორმების, კანონმდებლობის და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

მარშალ პრესი 17/12/2024
mariam lashkhi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა, ევროკავშირის გარკვეული ჯგუფების და ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებულ ყალბ რეალობაზე გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი დამოკიდებულება შეინიშნება აშშ-ის მხრიდანაც, როდესაც ერთი მხრივ, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აკრიტიკებს ქვეყანას, მეორე მხრივ კი, ვხედავთ ანგარიშებს, რომელიც მის განცხადებებს ეწინააღმდეგება.

“ერთ მხარეს დგას გარკვეული ჯგუფი [ევროკავშირის] დეპუტატების, ინტერესების გამტარებლების თუ დამკვეთების და მათ ერთგვარი ყალბი რეალობა აქვთ, მეორე მხარეს დგას თუნდაც ევროკავშირის ის სამართლებრივი პროცედურები, რაც არის ქვეყნის შეფასებები, ის ანგარიშები, რომლითაც რეალურად ფასდება საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირების ნაბიჯები. თუნდაც აშშ-დან, ერთი მხრივ, ბლინკენი გამოდის ბრიფინგზე რომელზეც გაკრიტიკებს და მეორე ბრიფინგზე წარმოგიდგენს უსაფრთხოების და კრიმინალთან ბრძოლის ანგარიშს, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა.

ეს ანგარიში რეალურ საფუძვლებზე და ნაბიჯებზეა დამოკიდებული და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებებზე. საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაციაც არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული. ეს არის რეფორმების, კანონმდებლობის და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება.” – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

Post navigation

Previous: საქართველოს საკითხზე ევროკავშირმა დღეს პოლიტიკური ფარისევლობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა – უნგრეთის პრემიერი
Next: მსოფლიოში ანდროიდის მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა კვლავ მცირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.