Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია, რამდენიმე ქვეყანამ მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას და ევროკავშირის სანქციებისა და მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ

მარშალ პრესი 16/12/2024
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ეხმიანება, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, უნგრეთის, სლოვაკეთის და ლუქსემბურგის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და ევროკავშირის სანქციებისა და მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

„2024 წლის 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია, რამდენიმე ქვეყანამ და მათმა წარმომადგენლებმა პირდაპირ ან ირიბად მხარი დაუჭირეს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და ევროკავშირის სანქციებისა და მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ: უნგრეთი: ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას.

უნგრეთი გამოექომაგა სანქციების დაწესებას და უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ზომები ზედმეტად რადიკალურია და ხელს შეუშლის დიალოგს საქართველოსთან. სლოვაკეთი: რობერტ ფიცო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე გამოვიდა სანქციების წინააღმდეგ, განაცხადა, რომ ეს გაამწვავებს სიტუაციას ქვეყანაში.

მან ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობასა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. ლუქსემბურგი: ქსავიე ბეტელი, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოვიდა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი განვითარების გზის პატივისცემის სასარგებლოდ. მან ხაზი გაუსვა ქართველ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელების საჭიროებას და სკეპტიკურად განიხილა მკაცრი ზომების, მათ შორის სანქციების დაწესების აუცილებლობა. თუ ვინმეს ებადება შეკითხვა – ამ ეტაპზე “კარდინალ რიშელიეს 24 გვარდიელი” გვირჩევნია, თუ “დარტანიანი და სამი მუშკეტერი” – ვურჩევ გადაიკითხოს ეს უკვდავი ნაწარმოები და ამჟამად მიღებული შედეგით დაკმაყოფილდეს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: რობერტ ფიცო – საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია
Next: კაია კალასი რომ სანქციებით გვემუქრება, მისმა ქმარმა დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთში 200 მლნ დოლარი იშოვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025