Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი და სწორი ნაბიჯია ის, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოახდინო ამ განცხადებაზე, ჩვენ წინ ვიყურებით და ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება მომავალში რაღაც გაუგებრობა გამოიწვიოს საზოგადოებებს შორის

მარშალ პრესი 16/12/2024
volski

ერთადერთი სწორი ნაბიჯი, პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი იყო ის, რაც ჩვენ გადავდგით. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს ისეთი ზომები, როგორც ჩვენს მიმართ არის ყოვლად უსინდისო განცხადებაში არის ნათქვამი ლიეტუვისა და ესტონეთის წარმომადგენლებისაგან, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს მთავრობის განცხადება ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

მისი თქმით, როდესაც საჭიროა, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ხისტიც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ერთადერთი და სწორი ნაბიჯია ის, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოხდეს ამ განცხადებაზე. “საკმაოდ არასამართლიანი, უსინდისო დამოკიდებულებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და იმ საზოგადოების მიმართ, რომელმაც თავისი უმრავლესობით აირჩია საქართველოს ეს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც სტაბილურობა შეინარჩუნა ამ ურთულეს სიტუაციაში. რასაკვირველია, არსებული ვითარება გვავალებს, კიდევ მეტი ყურადღებით ვიყოთ, როდესაც საჭიროა, ვიყოთ მკაცრებიც, ხისტებიც, მით უმეტეს, თუ შენს მიმართ ხორციელდება ასეთი უსამართლო ნაბიჯები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთადერთი და სწორი ნაბიჯია ის, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოახდინო ამ განცხადებაზე, ვინაიდან, დიდი ხანია, საქართველო, მისი მოსახლეობა აცნობიერებს რას წარმოადგენს ლიეტუველი ხალხი, ესტონელი ხალხი და ჩვენი ურთიერთობა ძალიან დიდი ხანია უკვე პოზიტიური ნიშნებით არის დახასიათებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შორს ვიყურებით, წინ ვიყურებით და რასაკვირველია, ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება მომავალში რაღაც გაუგებრობა გამოიწვიოს საზოგადოებებს შორის, მაგალითად ისევე, როგორც უკრაინასთან მიმართებით ჩვენ სწორი ნაბიჯი გადავდგით და ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად უნდა ვიმოქმედოთ.” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Continue Reading

Previous: პროფესიული მარშები 2013-2014 წლების მაიდნის სცენარია, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ სცენარებს და უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას
Next: რობერტ ფიცო – საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025