Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ორი დღის წინ, საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი, ვულოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში – თურქეთის ელჩი

მარშალ პრესი 16/12/2024
ali qaan orbai

ეს ცერემონია ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო მოვლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორი დღის წინ, საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ, წყალტუბოში ქვესადგურ “წყალტუბო 500”-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა, მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და გამოხატა მზაობა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს.

“ვულოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო ჩვენი მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში. ჩვენ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, მზად ვართ, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ იმისათვის, რომ მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა, კიდევ უფრო განვითარდეს რეგიონში,” – განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

Continue Reading

Previous: ევროკავშირი საქართველოს ოფიციალურ პირებს არ დაასანქცირებს
Next: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო სცენარი, რომელიც განხორციელდა უკრაინაში, ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და საზოგადოების თანადგომით შევძელით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025