საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით ლიდერია არამარტო ასოცირებულ ტრიოში, ლიდერია ბევრ უკვე კანდიდატ სახელმწიფოს შორისაც

970X90

ობიექტური კრიტერიუმებით ჩვენ ლიდერი ვართ არამარტო ასოცირებულ ტრიოში, ლიდერი ვართ ბევრს უკვე კანდიდატ სახელმწიფოებს შორისაც მთელი რიგი მიმართულებებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ ევროპას კი არაფერს ვთხოვთ, ამის უტრირებას რომ აკეთებს ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია, რომ რაღაც პირობებს ვუყენებთ. არა – უბრალოდ ევროპას ვეუბნებით, რომ ვიყოთ ობიექტურები ამ შეფასებაში და დავდგეთ ამ პოლიტიკური კონიქტურის ზემოთ, რასაც საქართველოში ათამაშებს რადიკალური ოპოზიცია და მივიღოთ ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც საქართველოს და დანარჩენ სამ სახელმწიფოს, მისცემს ამ რეფორმების უფრო მკვეთრად და უფრო მიზანმიმართულად გაგრძელების საშუალებას. ამას ირიბად, მაგრამ ეწინააღმდეგება ეს ოპოზიცია. ამაშია მთელი უბედურება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

970X90
გაზიარება