Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შვეიცარიაში ვცხოვრობდი და ამ მშვიდ ქვეყანაში, როდესაც აქციას ჰქონდა ოდნავ გადაჭარბებული ხასიათი, განცვიფრებული ვუყურებდი, როგორ მოქმედებდა პოლიცია, როგორ მკაცრად – არ ასხვავებდა არც ქალს და არც მამაკაცს

მარშალ პრესი 15/12/2024
mixeil kavelashvili

შვეიცარიაში ვცხოვრობდი და იქაც, ამ მშვიდ ქვეყანაში, როდესაც აქციას ჰქონდა ოდნავ გადაჭარბებული ხასიათი, განცვიფრებული ვუყურებდი, როგორ მოქმედებდა პოლიცია, როგორ მკაცრად – არ ასხვავებდა არც ქალს და არც მამაკაცს, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. შვეიცარიაში ვცხოვრობდი და იქაც ამ მშვიდ ქვეყანაში, როდესაც აქციას ჰქონდა ოდნავ გადაჭარბებული ხასიათი, განცვიფრებული ვუყურებდი, როგორ მოქმედებდა პოლიცია, როგორ მკაცრად – არ ასხვავებდა არც ქალს და არც მამაკაცს, ისე მკაცრად იქცეოდა. დარწმუნებული ვარ, ეს რომ ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა, ყველა აღშფოთდება და შეიძლება, ქართველი ადამიანისთვის შეშფოთება გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ სხვა სოციუმი ვართ.

მე ახლა საშუალება მეძლევა, პირდაპირ ვესაუბრო მოქალაქეს. მით უმეტეს, იმ მოქალაქეს, რომელსაც ჩემგან განსხვავებული შეხედულებები აქვს. ეს ჩემს ინტერესშია, ჩვენ გზები გამოვნახოთ, რომ ვისაუბროთ, დისკუსია გავხსნათ აი, ამ ჩემს დამოკიდებულებაზე, რომ სიმართლე ვთქვათ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს
Next: ბოლო წლებში საზოგადოებისთვის შეიძლება, ცოტა უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო, არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იდგა ჩემი და ჩემი გუნდის წინაშე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025