Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტაქტიკური შეცდომა – უამრავი გამოვლინდება. სტრატეგიულ გამარჯვებას ნუ დავაზიანებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციურად რაღაც „ქულები” თუ „ლაიქები” მოვიპოვოთ

მარშალ პრესი 15/12/2024
david kartvelishvili

„მეგობრებო! ომია! დავიღალე ამის შეხსენებით! ხანდახან ისე ვიქცევით, რომ „დაგვღალეს” და სანგრებიდან „ჩაის დასალევად” გავდივართ და მერე კვლავ „ბრძოლის ველს” ვუბრუნდებით კლავიატურასთან,” – მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თანამებრძოლებს და გუშინ პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შეფასებას აკეთებს. როგორც ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, ომში ვართ და ცოტა უფრო მეტი სერიოზულობა გვმართებს.

„ზუსტად 24 საათი დავაცადე, ახლა კი, დავწერ. უამრავი ემოცია დავაფიქსირე ამ ერთ დღე-ღამეში: სიბრძნე-უმეცრება-სიფრთხილე-შეცდომა-ღალატი-გონიერება-დანაშაული და ა.შ. გავიმეორებ: ჭეშმარიტება – ერთია, სიმართლე – მრავალფეროვანი; სულსწრაფობა, მოუთმენლობა – ცოდვაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჭეშმარიტება შორსაა ჩვენგან, სიმართლე კი – სუბიექტურია.

ჭეშმარიტება – ღმერთის „სინონიმია”, ისევე, როგორც „სიყვარული”. ყველაფერი დანარჩენი – სუბიექტური ფიქციაა და ილუზია. გუშინ უამრავი ადამიანი აჰყვა ემოციას, თუნდაც საკუთარი „სიმართლის” მატარებელი ყოფილიყო. ალბათ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” – ნეტავ იმდენი არ ვიცოდე, რისი თქმაც ამ ეტაპზე უბრალოდ არ შეიძლებოდეს.

მეგობრებო! ომია! დავიღალე ამის შეხსენებით! ხანდახან ისე ვიქცევით, რომ „დაგვღალეს” და სანგრებიდან „ჩაის დასალევად” გავდივართ და მერე კვლავ „ბრძოლის ველს” ვუბრუნდებით კლავიატურასთან. ასე არ გამოვა. არც ის გამოვრიცხოთ, რომ 20 იანვრამდე ყველა დაკონსერვებულ აგენტს გამოაგდებენ მზის შუქზე, რამეთუ გახარიას თქმის არ იყოს, 20 იანვრის შემდეგ ამ აგენტების დაკონსერვების გახანგრძლივებას აზრი აღარ ექნება.

მაგრამ, ჩვენც ნუ გავუადვილებთ ამ აგენტებს – „გავლენის” თუ „რიგითებს” მათი უკანასკნელი დავალებების შესრულებას. ომში ვართ და ცოტა უფრო მეტი სერიოზულობა გვმართებს და ბრძოლისუნარიანობის ეფექტურობა. ტაქტიკური შეცდომა – უამრავი გამოვლინდება. სტრატეგიულ გამარჯვებას ნუ დავაზიანებთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციურად რაღაც „ქულები” თუ „ლაიქები” მოვიპოვოთ სტატუსებში მოკლევადიან პერსპექტივაში.

P.S. არ გეგონოთ, რომ მეტის დაწერა არ შემიძლია. არ შეიძლება! მოწინააღმდეგის პროვოკაციას „ფინთი გოიმივით” არ წამოვეგები და თქვენც არ გირჩევთ!” – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის ლიდერებს ერთი სული აქვთ, პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ ბატონებმა აუკრძალეს და ისინიც ემორჩილებიან, მორჩილებაა მონის ხასიათის მთავარი შტრიხი
Next: გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025