ირაკლი ღარიბაშვილი – ავღანეთში ნატოს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, მე მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც მისიას ასრულებენ ღირსეულად და სამშობლოში ბრუნდებიან.

164
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„ავღანეთში ნატოს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას. მე მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც მისიას ასრულებენ ღირსეულად და სამშობლოში ბრუნდებიან. “-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„საგარეო პოლიტიკაზე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. შეგახსენებთ, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ ოფიციალურად.

ღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირთან როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, უმაღლეს დონეზეა ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული საკანონდებლო აქტები. ასევე წელს, თებერვალში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენთა მიერ ხელახლა ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, გაზრდილი დაფინანსება. ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის.

მე უკვე განვაცხადე, რომ საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს ნატოს წევრი“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება