Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაძვის ხის ანთება ერთგვარი ტესტი იყო ოპოზიციისთვის, დაძლევდნენ საკუთარ ეგოს და ბავშვებს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემდნენ თუ ესკალაციაზე წავიდოდნენ – სამწუხაროდ ოპოზიციამ ტესტი ვერ ჩააბარა

მარშალ პრესი 14/12/2024
davit chikhelidze

ნაძვის ხის ანთება ერთგვარი ტესტი იყო ოპოზიციისთვის, დაძლევდნენ საკუთარ ეგოს და ბავშვებს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემდნენ თუ ესკალაციაზე წავიდოდნენ, სამწუხაროდ ოპოზიციამ ტესტი ვერ ჩააბარა, მათთვის ბავშვი მხოლოდ მაშინ არის საინტერესო როცა აქციაში ებმება ან მოლოტოვის კოქტეილს ისვრის (არსებობს აღნიშნულის კადრები) სხვა შემთხვევაში ბავშვის საუკეთესო ინტერესები არაფერს ნიშნავს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნაძვის ხის ანთებას ბავშვები ერთი წელია ელოდებიან, მაგრამ ბავშვების ინტერესი ოპოზიციისთვის არაფერს ნიშნავს.

“ნაძვის ხის ანთება ერთგვარი ტესტი იყო ოპოზიციისთვის, დაძლევდნენ საკუთარ ეგოს და ბავშვებს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემდნენ თუ ესკალაციაზე წავიდოდნენ, სამწუხაროდ ოპოზიციამ ტესტი ვერ ჩააბარა, მათთვის ბავშვი მხოლოდ მაშინ არის საინტერესო როცა აქციაში ებმება ან მოლოტოვის კოქტეილს ისვრის (არსებობს აღნიშნულის კადრები) სხვა შემთხვევაში ბავშვის საუკეთესო ინტერესები არაფერს ნიშნავს.

ნაძვის ხე, ერთი ადამიანის სურვილის გამო არ ინთებოდა, ის არ ემსახურებოდა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს, მისი ანთება საერთო, სახალხო საქმე იყო, რომელსაც ბავშვები ერთი წელია ელოდებიან, მაგრამ ბავშვების ინტერესი ოპოზიციისთვის არაფერს ნიშნავს!

დღეს რამდენიმე განცხადებას მოვისმინე: როგორ შეიძლება ნაძვის ხის ანთება, რა გვეზეიმება და ა.შ. მინდა ამ ხალხს შევახსენო რომ უკრაინაში 2023 წელს, არათუ ნაძვის ხეები, არამედ მეტროს სადგურები მორთეს, რათა ბავშვებისთვის საახალწლო განწყობა შეექმნათ. ის რაც უკრაინაში მისაღები და მოსაწონია, ჩვენთან მიუღებელი რატომ არის?

ხედავთ როგორ შავ დღეშია ოპოზიცია? ბავშვებს ებრძვიან, რაც მრავლისმთქმელია და ოპოზიციის სავალალო მდგომარეობაზე მიანიშნებს”, – წერს დავით ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: სოფო ჭყონია ვატო წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადება – დაპირისპირება ნახევარი მილიონის გამო
Next: სერბეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და სერბეთში დაპატიჟა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025