Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ვიდეოს კარგად უყურეთ მანქურთებო და უცხო ქვეყნის აგენტებო – დიმიტრი სამხარაძე

მარშალ პრესი 14/12/2024
dimitri samkharadze

“ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მიმავალი მოქალაქეების ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, საპროტესტო აქციაზე მდგომი პირები დღეს იმ პოლიციამ და ხელისუფლებამ გადაარჩინა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომელთაც ორი კვირაა შეურაცხყოფას აყენებენ. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა საზარბაზნე ხორცად მიატოვეს რუსთაველზე მდგომნი.

“ამ ვიდეოს კარგად უყურეთ მანქურთებო და უცხო ქვეყნის აგენტებო

დღეს, იმ პოლიციამ გადაგარჩინათ,   მართლა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომლებსაც  2 კვირა წვავდით, აგინებდით, ოჯახის წევრებს უწიოკებდით!  დღეს, ქართული ოცნების ლიდერებმა გადაგარჩინეს, კახა კალაძის თაოსნობით, რომელებსაც შეურაცხყოფას აყენებდით! დღეს, იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვდით და ბედი თქვენი სხვა ხელისუფლება რომ არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა! ყველა გაიპარა, როცა პოლიციის კორდონი გაკეთდა და უსაფრთხოდ იგრძენით თავი,  მარტო კიკიმორა ზურაბიშვილი შემოგიგორეს!” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

Continue Reading

Previous: ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, ინაუგურაციის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები
Next: მართალია ისინი ცოტანი არიან, მაგრამ რატომღაც სჯერათ, რომ ბევრნი არიან, თან საზოგადოების მიმართ არანორმალური აგრესია აქვთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025