Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტის არჩევას

მარშალ პრესი 14/12/2024
irakli kobakhidze

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობა ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩევლის დამსახურებაა, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას, ვულოცავ მილიონ 120 ათასზე მეტ ამომრჩეველს, სწორედ მათი მანდატის წყალობით შევძელით არჩევნებში მხარი დაგვეჭირა მიხეილ ყაველაშვილისთვის და სწორედ ამ მხარდაჭერის დამსახურებაა მისი გამარჯვება პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა არა მარტო ჩვენ ამომრჩეველს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტის არჩევას.

მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობა, მოღვაწეობა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ვფიქრობ, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ეროვნული სიმბოლოები გამოსახული, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა
Next: ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025