Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამწუხაროდ, ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ თუ მართლმადიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მართლმადიდებლად ვართ მონათლულები, გვყავს პატრიარქი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მისი კურთხევა შევასრულოთ

მარშალ პრესი 14/12/2024
bakur bakuradze

როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში „ჭმუნვაში“ მყოფმა ადამიანმა უცებ მოიცალოს იმისთვის, რომ აქციაზე მიდიხარ და უცებ ეკლესიაში მლოცველებს, მრევლს თუ სასულიერო პირს შეუვარდე. ვინმე გამოვიდა, შეურაცხყოფა მიაყენა, რაიმე უთხრა, ეს ხომ წარმოუდგენელია, – განაცხადა რეჟისორმა, ბაკურ ბაკურაძე გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან დღეს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„რამდენიმე წლის წინ თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი პრეზერვატივზე რომ დახატეს, ამ თაობას კი არ ეწყინა, გაეცინა. სამწუხაროდ, აი, ეს არის შედეგი. თუმცა ამას ყველას ვერ დავაბრალებ. ეს არის აგრესიული, გარკვეული ნაწილი, რომელსაც ვფიქრობ, საკუთარი კომპლექსები ამოძრავებს.

როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში „ჭმუნვაში“ მყოფმა ადამიანმა უცებ მოიცალოს იმისთვის, რომ აქციაზე მიდიხარ და უცებ ეკლესიაში მლოცველებს, მრევლს თუ სასულიერო პირს შეუვარდე. ვინმე გამოვიდა, შეურაცხყოფა მიაყენა, რაიმე უთხრა, ეს ხომ წარმოუდგენელია! არა, უბრალოდ, ასე გამოვარდა.

მე ერთი ვიდეო ვნახე, სადაც ერთი მოზარდი ამბობს, ეკლესიები უნდა დაანგრიონ, საპატრიარქო არის რაღაც რუსეთის კუნძული საქართველოში და უნდა დაწვან ყველაფერი. სამწუხაროდ, ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ თუ მართლმადიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მართლმადიდებლად ვართ მონათლულები, გვყავს პატრიარქი, თან როგორი პატრიარქი! მისი სიტყვა ყოველთვის არის არა გაცხადება, არამედ კურთხევა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ ეს კურთხევა შევასრულოთ.

უწმინდესის დღევანდელი განცხადების ფონზე უცებ ვხედავთ ამ სცენას – გაუგებარს, უზრდელურს, სადაც არ არის გარჩევა უფროსისა და უმცროსი, პატივისცემის, კულტურის, ტრადიციის. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა შესაძლოა, ეს ყველაფერი გაუაზრებლად მოხდა იმ ემოციის ფონზე, რომელიც ამდენი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქსა და საერთოდ, ქვეყანაში ტრიალებს, შესაძლოა, ეს აგრესია არასწორი მიმართულებით წამოვიდა“, – განაცხადა ბაკურაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერიდაპირისპირება მოხდა.

Continue Reading

Previous: ნუ წვალობთ მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად
Next: ჩვენ შევცვალეთ ამინდი ქვეყანაში – გადავარჩინეთ საქართველო ომში ჩართვას და განადგურებას, დავაბრუნეთ სიამაყე ხალხში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025