Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მამა შალვას პატრიოტიზმში, მის სიყვარულში ქვეყნისა და მრევლისადმი, ეჭვი არავის ეპარება, იგი გამორჩეული სასულიერო პირია

მარშალ პრესი 14/12/2024
kaxa kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უმძიმესია ზოგადად სიძულვილი, თუმცა ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ სიძულვილს კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოაქვს.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ ფაქტს, როდესაც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ლანძღეს სასულიერო პირები, განსაკუთრებით მამა შალვას მიაყენეს შეურაცხყოფა, ეძახეს მას მოღალატე და აღარ ჩამოვთვლი კიდევ რა სიტყვებით მიმართეს. მამა შალვას პატრიოტიზმში, მის სიყვარულში ქვეყნისა და მრევლისადმი, ეჭვი არავის ეპარება. იგი გამორჩეული სასულიერო პირია, რომელიც მართლაც თავდაუზოგავად ემსახურება ეკლესიას და მრევლს.

ზოგადად, უმძიმესია საერთოდ სიძულვილი და მით უფრო სიძულვილი ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ. ამის დამანგრეველი შედეგები ვიცით საბჭოთა წარსულიდან.

ასე რომ მეგობრებო, დღეს ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯებით, მხოლოდ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: სიცრუე და სიძულვილი ორი მთავარი იარაღია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენს მხარეს რჩება ხოლმე, ჩვენ უკვე 9 არჩევნები მოვუგეთ ოპოზიციას, მიუხედავად მათი სიცრუის მანქანისა და ქუჩაშიც ვერაფერს აღწევენ
Next: ნუ წვალობთ მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025