Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შარშანდელ ნოემბერთან შედარებით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ძალები იმარაგებდნენ მასალებს ძალადობისთვის

მარშალ პრესი 13/12/2024
irakli kobakhidze

შარშანდელ ნოემბერთან შედარებით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ძალები იმარაგებდნენ  მასალებს ძალადობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, საპროტესტო გამოსვლებს ჰქონდა ერთადერთი მიზეზი – ოპოზიციას და მათ პატრონებს არ სურდათ, შეჰგუებოდნენ არჩევნებში დამარცხებას.

„ეს მოლოდინი გვქონდა, ჩვენ გარკვეული ინფორმაციაც გვქონდა, ასეთ სამზადისთან დაკავშირებით. კონკრეტულ ძალებს არ სურდათ, შეჰგუებოდნენ არჩევნებში დამარცხებას, ვგულისხმობ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მოქმედ ძალებს. ისინი ემზადებოდნენ ამისათვის. ჩვენ 28 ნოემბერს გავაკეთეთ განცხადება, რასაც მოჰყვა ეს პროტესტი. ჩვენი განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ და სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული საპროტესტო ქმედებები.

თუმცა მანამდე, არჩევნების დღიდან მოყოლებული, ოპოზიცია ყოველდღიურად აწყობდა თბილისის ქუჩებში მცირე აქციებს, კეტავდნენ ცენტრალურ გამზირებს, მოედნებს, აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის იმას, რომ რაიმე კონკრეტულმა განცხადებამ გამოიწვია ეს აქციები. რეალურად მანამდეც დაწყებული იყო საპროტესტო გამოსვლები და მას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი – ოპოზიციას და მათ პატრონებს არ სურდათ, შეჰგუებოდნენ არჩევნებში დამარცხებას.

გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ძალები ემზადებოდნენ ძალადობისთვისაც. მაგალითად, პიროტექნიკა გამოიყენებოდა აქტიურად ძალადობისთვის. რომ ავიღოთ ჩვენ ნოემბრის პერიოდი, შარშანდელ ნოემბერთან შედარებით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი.

ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ძალები იმარაგებდნენ კონკრეტულ მასალებს ძალადობისთვის. ასევე ხდებოდა სხვა საშუალებების მომარაგება. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჰქონდათ სახელმწიფო სტრუქტურებს. შესაბამისად, ჩვენთვის სიურპრიზი არ იყო ეს აქციები და აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მარტივად ვუპასუხეთ ამ აქციებს, მათ შორის ძალადობას, იყო ის, რომ წინასწარ გვქონდა გარკვეული ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა და მას მოუწევს პენსიაზე გასვლა
Next: შანტაჟის ნაცვლად ჩვენ ვითხოვთ საქმეს და ვსაუბრობთ საქმეზე, აქტიურად ვმუშაობთ ვალდებულებების შესრულებაზე და ვფიქრობთ, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.