Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაქტობრივად, აჯანყებისკენ ღია მოწოდებაა – მაკა ბოჭორიშვილი

მარშალ პრესი 07/06/2022
მაკა ბოჭორიშვილი

ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც არის ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, მსგავსი შინაარსის წერილს აქვეყნებს საქართველოს მოსახლეობის მისამართით – ეს ფაქტობრივად აჯანყებისკენ ღია მოწოდებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ქართველი ხალხი დემოკრატიული გზით ირჩევს ქვეყნის ხელისუფლებას . ეს მათ გააკეთეს 2020 წელს და ანდრიუს კუბილიუსს მოუწევს 2024 წლამდე დაელოდოს ქართველი ხალხის მორიგ არჩევანს. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლებას დემოკრატიული გზით. მსგავსი მოწოდებები ნამდვილად არ ჰგავს მეგობრების მოწოდებებს და თან იმ დროს, როდესაც ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე სხვაგვარ მხარდაჭერას მეგობრების მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტარებმა – ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.

Post navigation

Previous: ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება გიგა ბოკერიამ თუ მისმა ამფსონებმა?!
Next: ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას და დაკავებული არიან იმით, რომ გალანძღონ საქართველო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.