Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაშინ როდესაც ჩვენი გმირები 2008 წლის ომში იღუპებოდნენ, ნაცები და მათი ლიდერები ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ყიდულობდნენ ბრილიანტებს და შეშინებულები წითელ ხიდზე გარბოდნენ

მარშალ პრესი 13/12/2024
mamuka mdinaradze

ამ სკანდალიდან, როგორ უნდა დაიძვრინონ თავი მაინტერესებს, მაგრამ სავარაუდოდ თავს აარიდებენ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, „ნაცმოძრაობის“ არცერთ არხს ამ თემისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მაშინ, როდესაც ჩვენი გმირები, სამხედროები, პოლიციელები, ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ომში იღუპებოდნენ, ნაცები და მათი ლიდერები ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ყიდულობდნენ ბრილიანტებს, აგროვებდნენ ქონებას და შემდეგ, ამავდროულად შეშინებულები წითელ ხიდზე გარბოდნენ. ეს არის მათი სახე. ამ სკანდალიდან, როგორ უნდა დაიძვრინონ თავი მაინტერესებს, მაგრამ სავარაუდოდ, თავს აარიდებენ, რადგან ასეთი სიბინძურე მათთვისაც კი წარმოუდგენელია, მათ რიგებშიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ წარმოიდგენდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს ზუსტად იმისთვის იყენებდნენ, რომ მსხვერპლის სცენები დაედგათ და საარჩევნო შედეგი მიეღოთ
Next: ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პატრიარქის მიმართვა ვრცელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.