Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტიამ „ხალხის ძალა“ გადავწყვიტეთ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოშიო ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას

მარშალ პრესი 13/12/2024
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალა“ ოპოზიციაში გადადის. ამის შესახებ პარტიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „ხალხის ძალა“ ამით სათავეს დაუდებს ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას.

„საქართველოში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს ოპოზიციის როლი – ეკამათოს ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისათვის და აკრიტიკოს ხელისუფლება ქვეყნის წინსვლისთვის. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციას შევარქვით რადიკალური, მაგრამ ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია.

გამომდინარე აქედან, ჩვენმ, პოლიტიკურმა პარტიამ „ხალხის ძალა“ გადავწყვიტეთ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოშიო ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (რაც არის სამწუხაროდ დავიწყებული), როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, როგორი უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ სურს იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის.“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: მსოფლიო პოლიტიკის მთავარი ძალა საქართველოს კვლავ საკუთარ თამაშის წესებსა და ინტერესებს ახვევს თავს. ის ცდილობს რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანით მიაღწიოს საწადელს, რაც ქაოსსა და ნგრევაში გამოიხატება, ესაა ამერიკის ხელწერა, რომელსაც უკვე ყველა კარგად ცნობს
Next: შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს ზუსტად იმისთვის იყენებდნენ, რომ მსხვერპლის სცენები დაედგათ და საარჩევნო შედეგი მიეღოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.