სომხეთში პრემიერის ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებმა განიხილონ ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში – დავით ზალკალიანი

120
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სომხეთში პრემიერის ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებმა განიხილონ ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში და ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე ახალი გეოპოლიტიკური გარემოებიდან. იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე ახალ გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვან სატრანსპორტო პროექტებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობაზე. კულტურა, ეკონომიკა, ხალხთა შორის თანამშრომლობა და ვისაუბრებთ მრავალმხრივ ფორმატებში ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება