Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს, დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ

მარშალ პრესი 12/12/2024
nino lacabidze latsabidze

მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ – მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ, – ამის შესახებ რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, სოციალურ ქსელში წერს.

რუსთავის მერი ეხმიანება ქალაქში დადგმულ ქანდაკებასთან დაკავშირებით რუსთაველების ნეგატიურ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ აქამდე კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოს ნეგატივი არ გამოუწვევია, თუმცა, მერია ითვალისწინებს საზოგადოების ნეგატიურ შეფასებებს და ქანდაკებას აიღებენ.

“მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ – მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ.

ნეგატიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ. არაერთხელ გამოვაქვეყნეთ კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია.

მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი.” – წერს ნინო ლაცაბიძე.

Post navigation

Previous: ევროკავშირის ელჩთან საუბარშიც გავაჟღერე, მნიშვნელოვანია არ იყოს 16 დეკემბერს ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რაც იმდენად დააზიანებს ურთიერთობას, რომ შემდგომ შეიძლება ბევრი დრო დაგვჭირდეს გამოსასწორებლად
Next: სამწუხაროდ შესაძლოა მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. თუ რადიკალური ძალების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი, ხალხიც არ იქნება ტყუილად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.