Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შესაძლოა ჩვენ მალე ვიხილოთ ასეთი განცხადებები: რომ არა მაკრონის ზარი, ჩვენ პარლამენტში არ შევიდოდით, ჩვენ იძულებულები ვართ ამ ყველაფერზე წავიდეთ

მარშალ პრესი 12/12/2024
david kartvelishvili

რას ემსახურებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი და როგორ შეიძლება ის რადიკალურმა ოპოზიციამ პარლამენტში შესასვლელად გამოიყენოს – ამ თემაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, კრიზისში მყოფი ოპოზიციისთვის მაშველ რგოლად ამჯერად იქცა ბიძინა ივანიშვილისადმი ემანუელ მაკრონის ზარი. ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მილევადი საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, ოპოზიციის გადასარჩენად მედიატორის როლის შესრულება თავად იტვირთა.

„კონსპიროლოგიას თავი დავანებოთ და მივყვეთ ფაქტებს – მაკრონს შეეძლო დაერეკა 29 ნოემბერს, მაგრამ ეს გააკეტა ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ალბათ იმიტომ, რომ ნოემბრის ბოლო-დეკემბრის დასაწყისში, შესაძლოა სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა თავად მაკრონს. როგორც ჩანს, მას უთხრეს, რომ დაევიწყებინა ეს მოლოდინები, რადგან ისინი ვერ გამართლდება, „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება. ამიტომ მაკრონმა დარეკა ახლა, როდესაც მილევადია რუსთაველზე მიმდინარე პროცესები. დარეკა მაშინ, როდესაც მაკრონს, გულის სიღრმეში, მის ქვეყანაში, მისი პიროვნულ კრიზისის პირობებში სურს მშვიდობისმყოფელის და მედიატორის მანტია მოირგოს, დარწმუნდა რა, რომ მოლოდინებმა არ გაამართლა. ეს ერთი და მეორე, ჩემი ვერსიით, ის 61 დეპუტატი, რომელმაც პარლამენტში მისასვლელი თითქოს ყველა ხიდი ააფეთქა და ყველა გზა დაწვა, დარწმუნდა, რომ „მაიდნის“ მოწყობის იდეამ ჩაილურის წყალი დალია. ახლა რა უნდა ქნან?

გავიხსენოთ 2020 წლის მოვლენები, როდესაც „პუფებად“ წოდებულ დეპუტატებს, რათა შესულიყვნენ „არალეგიტიმურ“ პარლამენტში და მიეღოთ მონაწილეობა მათთვის „საზიზღარი“ და „მიუღებელი“ სახელმწიფოს მშენებლობაში, დასჭირდათ ევროპელი მედიატორები და ფასილიტატორები. ისინი „იძულებულები“ გახდნენ დაეჭირათ საზიზღარი მანდატები და შესულიყვნენ პარლამენტში, თუმცა არაფერი გაუკეთებიათ, რაც ქვეყნის განვითარების ჯანსაღი პროცესების ხელშეწყობას გულისხმობს.

და დღეს, როდესაც ხედავენ, რომ აბსოლუტურ კრიზისში, ფსკერზე არიან, შესაძლოა ახალი მედიატორი დასჭირდათ, ამჯერად მაკრონის სახით, რომელმაც ალბათ სთხოვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, რომ მზადაა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად მედიაციას ჩაუდგეს სათავეში. ისე, შესაძლოა ჩვენ მალე ვიხილოთ ასეთი განცხადებები: რომ არა მაკრონის ზარი, ჩვენ პარლამენტში არ შევიდოდით, მაგრამ რადგან ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ასეა საჭირო, ჩვენ იძულებულები ვართ ამ ყველაფერზე წავიდეთ. ეს იქნება, რა თქმა უნდა სამარცხვინო აქტი, მაგრამ მე ვხედავ, რომ აქეთკენ მიდის საქმე,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: ტრამპისგან სი ძინპინის მიწვევა ინაუგურაციაზე ახალი პოლიტიკის დასაწყისია – „ომის პოლიტიკის” შემდეგ „ტვინების პოლიტიკა” იწყება კონკურენციის და არა იარაღის გზით. სწორედ აქ არის საქართველოს ადგილიც
Next: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.