ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას ლტოლვილთა საკითხებზე ახალი ფინანსური დახმარების მომზადება დაავალეს

158
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ევროკომისიას სირიელი ლტოლვილების საკითხზე თურქეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის ახალი ფინანსური დახმარების მომზადება დაავალეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის განცხადებაში.

„ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში, ევროპული საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ წარადგინოს წინადადება შემდგომი ფინანსური დახმარების თაობაზე სირიელი ლტოლვილების მასპინძელი თურქეთისთვის, იორდანიისთვის, ლიბანისთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში მითითებულია, რომ ევროგაერთიანება ოფიციალურ ანკარასთან ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარებით დაინტერესებულია.

მანამდე, სააგენტო „როიტერმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი თურქეთისთვის 3,5 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს, რათა სირიელი ლტოლვილების მიღება 2024 წლამდე გაგრძელდეს. არსებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება