Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვხედავთ, რამხელა ზიზღი, შეურაცხყოფა მოდის მათი მხრიდან, რაც ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას უკვე ყველა აცნობიერებს – ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება – ვარლამ ლიპარტელიანი

მარშალ პრესი 12/12/2024
varlam liparteliani

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვარლამ ლიპარტელიანი, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ლიბერალური წრის მიერ წარმოებულ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა კარგად ხედავს იმ ზიზღს და შეურაცხყოფას, რაც მათი მხრიდან მოდის. როგორც ლიპარტელიანმა განაცხადა, ლიბერალების ბულინგმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც მათ იმიჯს აზიანებს, ხოლო კვარაცხელია მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება და მსგავსი კამპანიით ვერაფერს დააკლებენ.

“ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი მხრიდან. ეს, პირველ რიგში, მათ აყენებს ზიანს და მათთვის არის დამაზიანებელი, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, ეს უკვე თითქოს ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას ყველა ხვდება და ყველა აცნობიერებს უკვე. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.” – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

Post navigation

Previous: მიუხედავად ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია
Next: მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას, რაღაც ტენდენციაა, ამ ადამიანების ხელწერაა, მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას – გენო პეტრიაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.