Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა ტყვია გაისროლეს, დარჩა ეს საკრალური მსხვერპლი, რომელზეც განცხადება სუს-მა გააკეთა – ჯონდი ბაღათურია ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 12/12/2024
jondi

სიძულვილია ამათი მამოძრავებელი ძალა. თუ არ გძულს ამას ვერ გააკეთებ, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აქციის მონაწილეების მხრიდან სასახლის დაწვასთან დაკავშირებით, რომელზეც მაცხოვარი იყო გამოსახული.

მისი თქმით, ამ ნაბიჯით მომიტინგეები ცდილობენ შიში დათესონ.

„ეს არის ფაშიზმი ლიბერალიზმის სახელით. შეუძლებელია სიძულვილის გარეშე ცეცხლი მოუკიდო „მოლოტოვის კოქტეილს“ და ცოცხალ ადამიანს ცეცხლი გაუკიდო. ასეთი რამე საქართველოში არ ყოფილა. 35 წელია აქციებზე ვდგავარ, ერთხელ ქვა არ მისვრია. მუშტრით მიჩხუბია, 2007 წელს სააკაშვილის რეჟიმი თავს დაგვესხა მოშიმშილეებს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ის ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მისთვის მიუღებელია 2007 წლის აქციების დღევანდელ მოვლენებთან პარალელის გავლება. ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა, რატომ აქვს მას წვდომა მათ შორის სოციალურ ქსელებთან, რომელიც სხვა პატიმრებს არ აქვთ.

ჯონდი ბაღათურიამ ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, რადიკალებს რესურსი ამოეწურათ, ამიტომ მათ სჭირდებათ „მსხვერპლი“.

„ყველა ტყვია გაისროლეს, დარჩა ეს საკრალური მსხვერპლი, რომელზეც განცხადება სუს-მა გააკეთა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

Post navigation

Previous: ერთადერთი გზა, რომ საკუთარ ჭკუაზე მომაქციონ, არის ჩემი განადგურება – ამ დღეშია ჩვენი ძალიან ბევრი მომხრე და მათ მინდა მხნეობა ვუსურვო, მათ ჰყავთ ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესს არასდროს უღალატებს
Next: მიუხედავად ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.