Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების”პრეს-სამსახური დამატებით ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის თემებთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 11/12/2024
469902820_1149413453216118_53437

“ქართული ოცნების”პრეს-სამსახური დამატებით ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის თემებთან დაკავშირებით:

“საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს.”- ნათქვამია “ქართული ოცნების” ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენს მიმართ ეს ფაქტია
Next: დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო – ნატო გელაშვილი მიმდინარე მოვლენებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.