Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არც რჩებოდა წითელი ხაზი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა არ გადაკვეთა, მაგრამ ამის იქით აღარაფერი არსებობს – ევროკავშირის ელჩზე შეტევა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს ურთიერთობები დაალაგოს

მარშალ პრესი 11/12/2024
volski

არც რჩებოდა წითელი ხაზი, რომელიც მან არ გადაკვეთა, მაგრამ ვფიქრობ, ეს უკვე უკანასკნელი წითელი ხაზია. ამის იქით აღარაფერი არსებობს – [ევროკავშირის] ელჩზე შეტევა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს მეტ ნაკლებად ურთიერთობები დაალაგოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ ევროკავშირის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ევროპარლამენტარების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა გააპროტესტა.

„მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირების რაღაც პატარა სეგმენტი არსებობს საქართველოში, ჩვენთვის ძალიან მწვავე. ამ სეგმენტში სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ დაიკავოს ლიდერის პოზიცია. არც რჩებოდა წითელი ხაზი, რომელიც მან არ გადაკვეთა, მაგრამ ვფიქრობ, ეს უკვე უკანასკნელი წითელი ხაზია. ამის იქით აღარაფერი არსებობს – [ევროკავშირის] ელჩზე შეტევა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს მეტ ნაკლებად ურთიერთობები დაალაგოს და მოაწესრიგოს. მსოფლიოა გახვეული ამ დაპირისპირების ალში და სალომე ზურაბიშვილს უნდა წინ რადიკალური ბაირაღით გაუძღვეს რადიკალურ ოპოზიციას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: პოლიტიკური ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს 16 დეკემბრისათვის, მაგრამ 28 ნოემბერს მივიღეთ ამ ყველაფრის დამზღვევი გადაწყვეტილება, ჩვენ სერიოზული რამის პრევენცია მოვახდინეთ
Next: როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენს მიმართ ეს ფაქტია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.