Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი არის ის, რომ მუხტი შენარჩუნდეს, შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ

მარშალ პრესი 10/12/2024
guram macharashvili

„უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, [რომელიც მოქალაქეებს აფრთხილებს რადიკალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე, რამაც მსხვერპლიც შეიძლება გამოიწვიოს], ასახავს იმას, რაც მანამდეც განუცხადებიათ პრევენციის მიზნით“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი არის ის, რომ მუხტი შენარჩუნდეს, შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ, რათა მასზე ააგონ შემდეგი რადიკალური პროცესი. „უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ინფორმაციები აქვთ და უნდა ჰქონდეთ კიდეც, თუ რას აპირებენ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები.

ეს მტკიცებულებებითაც დასტურდებოდა ხოლმე, მაგალითად, როცა სუს-ი საუბრობდა იმ რევოლუციურ სცენარებზე, რასაც საზღვარგარეთიდან აფინანსებდნენ, [შემდეგ კი ამას სემინარებისა და სწავლებების სახით ვხედავდით]. ახლაც, ვხედავთ, რომ ეს აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი ის არის, რომ მუხტი შენარჩუნდეს. მით უმეტეს, რომ მათი ხელწერა შემდეგი [სლოგანია] – „ორი გვამი მინდა“.

შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ, რათა მასზე ააგონ შემდეგი რადიკალური პროცესი. ამის არაერთი მცდელობა ვიხილეთ – ავარიაში შემთხვევით მოყოლილი ადამიანზე ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ის სახელმწიფოს მსხვერპლი იყო, ასევე, სხვა ადამიანებზე და ა.შ.; შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურმა რა პრევენციული ინფორმაციაც გაავრცელა, ის, სამწუხაროდ, რეალურია. ამიტომ, მოსახლეობა ფხიზლად უნდა იყოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: მიშა მშვილდაძე დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა – პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი
Next: კარგი იქნება 2025 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ მთიან რეგიონებში ზვავის ადრეული პრევენციის სისტემების პროექტის დაწყება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025