IMG.GE ___________________________________ IMG.GE

არ მინდა სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროა რომ სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ზუსტად თუ დავითვლით არის სადღაც მე-16 განცხადება, როდესაც სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს. ცოტა რთულია იმ ქონებისა და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან თუნდაც აშშ-ში გააჩნია რასაკვირველია, მაგრამ მეორე მხრივ თემა რომ სხვისი ხელით როგორც თვითონ ამბობს ხელი გაანძრიეთ და ჩამოვა ეს არის მთავარი ფორმულა რომელსაც გვთავაზობს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, „ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ მოვიგეთ ბოლოც და 2018 წლის არჩევნებიც. ქართველების 60-70%-ს ჩემი საქართველოში დაბრუნება სურს. ეს ასეა. ისინი, ვინც მთავრობაზე არიან დამოკიდებულნი და მთავრობა, რომელსაც აქვს რეპრესიული აპარატი და იარაღი, რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს შეუშლიან ამას“.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება