IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, მოლაპარაკებების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

„მხოლოდ ულტიმატუმი, რომ არჩევნები ჩატარდეს თავიდან და მანამ ყველა მოთამაშე არ იქნება კმაყოფილი, ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს. სხვა ყველა ტიპის მოლაპარაკებაზე ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ ახლაც. ველოდებით რომ გამოიძებნება რაღაც წერტილები ამისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიალოგისკენ მოწოდებების პარალელურად, არ იცვლება მხარეთა შეხედულებები. ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება, მოთხოვნები იგივეა – რიგგარეშე არჩევნები, გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლება. „ქართული ოცნებისთვის“ კი, ეს ულტიმატუმები მიუღებელია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება