IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რუსთაველის მოედანზე ხელოვნურად ხუთიათასამდე ადამიანის მობილიზებაშიც დიდ რესურსს ხარჯავთ. უშინაარსო ყაყანის ჩამთავრების შემდეგ მათთვის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ, – ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებს.

მეგრელიშვილი Facebook-ის საშუალებით ოპოზიციას მიმართავს და მათ ლუზერებს უწოდებს.

„თქვენ ხართ ოპოზიციური პარტიების პროვოკაცია…

თქვენდამი მხარდაჭერა ჯამში 39%-ს აღწევს;

ქუჩაში ხალხის მობილიზებას თქვენ ვერ ახერხებთ;

პარლამენტში კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა თქვენ არ შეგიძლიათ;

ლუზერები ხართ!

რუსთაველის მოედანზე ხელოვნურად ხუთიათასამდე ადამიანის მობილიზებაშიც დიდ რესურსს ხარჯავთ.

უშინაარსო ყაყანის ჩამთავრების შემდეგ მათთვის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ“, – წერს მეგრელიშვილი.

თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა იმართება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება